Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში


თბილისის დროით საღამოს 8 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გაიმართა ექვს მუნიციპალიტეტში - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის თვითმმართველ თემებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 26.97 პროცენტი იყო. პირველი ტურის მონაცემებით მუნიციპალიტეტებში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობდნენ. მეორე ტურში ბორჯომის მერობისთვის იბრძოდნენ მმართველი პარტიის კანდიდატი, ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი, ზაზა ჩაჩანიძე; ოზურგეთში მეორე ტური გაიმართა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს შორის. ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ ნოზაძე. ყაზბეგის მერობისთვის იბრძოდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ალექსანდრე ზაგაშვილი და სანდრო ყამარაული, "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი. ყოფილმა მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძარობამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული მისი კანდიდატები მაინც იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენებზე. შესაბამისად, მარტვილში კენჭისყრა ჩატარდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, მამუკა დანელიას შორის, ხოლო ქუთაისში - „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც არიან წარმოდგენილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017

XS
SM
MD
LG