Accessibility links

"ქართული ოცნება" ითხოვს ოზურგეთის ერთ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდეს


მმართველი პარტია, “ქართული ოცნება”, ითხოვს ოზურგეთის ერთი უბნის შედეგების გაუქმებას და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას. საქმე ეხება ნასაკირალში მდებარე 59-ე უბანს, რომლის შედეგებიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული და ის დიდწილად განსაზღვრავს, ვინ გახდება ოზურგეთის მერი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე. “ოცნების” შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ უბანში შეიჭრნენ არაუფლებამოსილი პირები და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს კომისიის წევრებზე, რის გამოც შედეგები უნდა გაბათილდეს. (იხ. ინტერაქტიული რუკა)

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG