Accessibility links

ცესკომ გამოაქვეყნა სადავო ოქმი, ოზურგეთში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ოზურგეთის 59-ე უბნის, ნასაკირალის ოქმი, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი გადაწყვიტა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ. ბოლო მონაცემებით, შარაშენიძემ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით მოუგო. შარაშენიძეს ხმების 50,11 პროცენტი ერგო, ხოლო სიორიძეს - 49,89 პროცენტი. ნასაკირალის 59-ე უბნის მონაცემები გადამწყვეტი გამოდგა, რადგან იქ ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხელისუფლების წარმომადგენელი 114 ხმით დაამარცხა, თუმცა მანამდე, 62-დან 61 უბნის შედეგებით, სიორიძე 35 ხმით უსწრებდა შარაშენიძეს. ნასაკირალის საარჩევნო უბნის ოქმის ასლი მედიაში ვრცელდებოდა, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მას არ აქვეყნებდა, რადგან ადგილზე ვითარება დაძაბული იყო. ხელისუფლება ამ უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს - აცხადებს, რომ ამ უბანში შეიჭრნენ არაუფლებამოსილი პირები და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს კომისიის წევრებზე, რის გამოც შედეგები უნდა გაბათილდეს. იუწყებიან, რომ ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბნის ოქმი საოლქო კომისიაში პოლიციის თანხლებით მიიტანეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG