Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირან-ერაყის საზღვართან დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა


ირან-ერაყის საზღვართან 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა
ირან-ერაყის საზღვართან 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა

სულ მცირე 164 ადამიანი დაიღუპა და 1600-ზე მეტი დაშავდა ირანში, ერაყთან საზღვრის მახლობლად 12 ნოემბერს, საღამოს მომხდარი 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქერმანშაჰის პროვინციაში. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება. მაშველებმა სტიქიის ზონაში მუშაობა 13 ნოემბერს, გამთენიისას გაიწყეს. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ერაყის ქალაქ სულეიმანიიდან 100 კილომეტრში. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერაყის ერბილის, ხალაბჯის და დოხუკის პროვინციებშიც, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ. სააგენტო ფრანს-პრესი ერაყის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 50-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG