Accessibility links

ცესკომ მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა


საქართველოს ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს ჩატარებული, მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ხუთ ოლქში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა, ხოლო ერთ ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა. 13 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მიიღო ხმების 87,55%, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 12,45%. წინასწარი შედეგებით, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატს, ალექსანდრე ზაგაშვილს აქვს ხმების 68,65%, ბლოკის, “დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს, სანდრო ყამარაულს კი, 31,35%. ხაშურის თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გურასპაშვილმა მიიღო 61,31%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რამაზ ნოზაძემ 38,69%. წინასწარი შედეგებით, ბორჯომის მერად 55,22%-ით არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლევან ლიპარტია, მისმა კონკურენტმა, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმების 44,78% მიიღო. მარტვილის ოლქში ხმების 93,04% აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ალექსანდრე გრიგალავას და 6,96% „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მამუკა დანელიას. წინასწარი შედეგებით, ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა ხმების 50,11%-ით, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან“ ბეგლარ სიორიძემ კი ხმების 49,89% მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG