Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოივო კლაარი დაინიშნა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში


Georgia -- Toivo Klaar - Head of Mission for the EU Monitoring Mission in Georgia (EUMM), 05Dec2014
Georgia -- Toivo Klaar - Head of Mission for the EU Monitoring Mission in Georgia (EUMM), 05Dec2014

ევროკავშირის საბჭომ 13 ნოემბერს ესტონელი დიპლომატი, ტოივო კლაარი, დანიშნა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. იგი იქნება ასევე თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებისა და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრის საკითხები განიხილება. ტოივო კლაარი ამ პოსტზე შეცვლის ჰერბერტ ზალბერს. მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას პრეტენზიები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც, მაისის თვეში, ცხინვალში მყოფმა გერმანელმა დიპლომატმა გაპრეზიდენტება მიულოცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება ბრიუსელიდან, ტოივო კლაარს ევროკავშირის საგარეო ოპერაციების სამსახურში ცენტრალური აზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თუმცა, ესტონელ დიპლომატს კარგად იცნობენ საქართველოშიც, სადაც იგი 2013-2014 წლებში სათავეში ედგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

XS
SM
MD
LG