Accessibility links

ტრამპი: ასეანის შეხვედრაზე იმსჯელებენ ჩრდილოეთ კორეის, აგრეთვე გლობალური ვაჭრობის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2017 წლის 13 ნოემბერს მანილაში, ფილიპინების დედაქალაქში

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობა და გლობალური ვაჭრობა არის მთავარი საკითხები შეხვედრაზე, რომელსაც ფილიპინებში მართავს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, ასეანი (ASEAN). შეხვედრის გახსნის ცერემონიამდე ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის საკითხი წამოჭრა 13 ნოემბრის დილას, იაპონიისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას. ასევე ტრამპის თქმით, მან იაპონიისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრებს, შინზო აბესა და მელკოლმ ტერნბულს უთხრა, რომ დიდი პროგრესია მიღწეული ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებზე. აზიის ქვეყნების უმრავლესობასთან აშშ-ს ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში ცვლილებას განიცდის. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, აშშ გამოეთიშა წყნარი ოკეანის პარტნიორობას (TPP) – მსხვილმასშტაბიან სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც, ტრამპის შეფასებით, საზიანოა ამერიკის ეკონომიკური ინტერესებისათვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG