Accessibility links

ევროკავშირის ქვეყნებმა გადადგეს ნაბიჯი უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ


ბრიუსელი, 2017 წლის 13 ნოემბერი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში, სადაც შეიკრიბნენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ დოკუმენტზე ხელმოსაწერად

ევროკავშირის 20-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, გაააქტიუროს თანამშრომლობა და გააუმჯობესოს კოორდინაცია სამხედრო ტექნიკის განვითარების სფეროში, რითაც გადაიდგა ნაბიჯი უსაფრთხოების კუთხით უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ. ბრიუსელში 13 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის კიდევ 21 წევრის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერენ დოკუმენტს, რომლითაც გამოხატავენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერმანენტული სტრუქტურის (PESCO) შექმნის სურვილს. მოსალოდნელია, რომ ახალი სტრუქტურის ამოქმედებას ოფიციალურად დაამტკიცებენ ევროკავშირის ლიდერების 14-15 დეკემბრის შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ „ისტორიული მომენტი“ უწოდა დოკუმენტზე ხელის მოწერას. შეთანხმება, რომლის მზადებაც წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო, არის ნაწილი ძალისხმევისა, რომ გაუმჯობესდეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირის პოზიციის გასაძლიერებლად ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის ფონზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG