Accessibility links

ავღანეთში რვა პოლიციელი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირის განცხადებით, რვა პოლიციელი დაიღუპა დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში, სავარაუდოდ, თალიბების თავდასხმის შედეგად. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელი, მოჰამად ნასერ მეჰრი როგორც ამბობს, ექსტრემისტები 13 ნოემბრის დილას თავს დაესხნენ პოლიციის ბლოკ-პოსტს პროვინციის დედაქალაქის მახლობლად. მეჰრის ინფორმაციით, თალიბანმა ბლოკ-პოსტზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ მალე იქნა განდევნილი სამართალდამცველების დამატებითი შენაერთის მიერ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG