Accessibility links

აშშ: ტრამპმა „მოკლედ“ განიხილა ადამიანის უფლებების დარღვევა ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრისას


ფილიპინებისა და აშშ-ის პრეზიდენტები, როდრიგო დუტერტე და დონალდ ტრამპი

აშშ-ისა და ფილიპინების პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და როდრიგო დუტერტემ „მოკლედ“ განიხილეს ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემა მანილაში გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა. ხოლო დუტერტეს წარმომადგენლის თქმით, ადამიანის უფლებების თემა საერთოდ არ წამოჭრილა ორი პრეზიდენტის საუბრის დროს. დუტერტეს ბრალად სდებენ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა გამოძიებისა და გასამართლების გარეშე დასჯას. ზოგი ცნობით, გასული წლიდან მოყოლებული, ფილიპინებში რეიდების დროს იქნა მოკლული 4000-მდე ადამიანი. უფლებადამცველები მოითხოვდნენ, რომ ფილიპინების ლიდერთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპს მკაფიო განცხადება გაკეთებინა ადამიანის უფლებების დარღვევის მიუღებლობაზე. ტრამპის განცხადებით, მას საუცხოო ურთიერთობა აქვს ფილიპინების პრეზიდენტთან. ტრამპი ფილიპინებში იმყოფება სამხრეთი და აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის სამიტთან დაკავშირებით. ფილიპინები არის ბოლო ქვეყანა, რომელში ვიზიტითაც დასრულდება დონალდ ტრამპის ტურნე აზიაში. ტურნეს ფარგლებში ის უკვე იმყოფებოდა იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და ვიეტნამში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG