Accessibility links

400-ს გადააჭარბა ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


2017 წლის 13 ნოემბერი: სამაშველო სამუშაოები ირანის ქალაქ ფოლე-ზაჰაბში, წინა დღის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ

ირანსა და ერაყში 400-ს გადააჭარბა ორი ქვეყნის სასაზღვრო რეგიონში 12 ნოემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. მაშველები და ნათესავები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი გადარჩენილების პოვნას. მსხვერპლის უმრავლესობა მოდის ირანში მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაზე, სადაც, ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 407 და დაშავდა 6700-მდე ადამიანი. ხოლო ერაყში, ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 7 ადამიანი, დაშავდა 530-ზე მეტი. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთელი მსხვერპლი ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის რეგიონში აღირიცხა. აშშ-ის გეოლოგიური უწყების მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყის ქალაქ ჰარაბჯასთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG