Accessibility links

ევროპარლამენტარები ილჰამ ალიევს მოუწოდებენ, გათავისუფლებულ იქნეს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი


ბაქო, 2017 წლის 16 ივნისი: აფგან მუხთარლი სასამართლოში

ევროპარლამენტის 50-მდე წევრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ იქნეს გათავისუფლებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ამჟამად ბაქოს საპატიმროში იმყოფება. ევროპარლამენტარები - მათ შორის ლიტვის, ჩეხეთის, გერმანიის, ბელგიის წარმომადგენელი დეპუტატები - „შეთითხნილს“ უწოდებენ ბრალდებებს, რომლებიც აზერბაიჯანმა წაუყენა მუხთარლის დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობისათვის. აზერბაიჯანის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში, ევროპარლამენტარები მას შეახსენებენ ევროპარლამენტის 15 ივნისის რეზოლუციას, რომელშიც მკაცრად არის დაგმობილი მუხთარლის სამართლებრივი დევნა და მოთხოვნილია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. იქვე ხელმომწერები გამოთქვამენ შეშფოთებას ადამიანის უფლებების კუთხით აზერბაიჯანში ვითარების გაუარესების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერების გამო. აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად 2015 წელს გადასახლდა საქართველოში, რადგან აზერბაიჯანში მას საფრთხე ექმნებოდა მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟების მომზადების გამო. წელს, 29 მაისს მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა, ხოლო მომდევნო დღეს აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ის ბაქოში იმყოფება - დაკავებულია აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG