Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა „სრული მოცულობით“ არის აღდგენილი


2017 წლის 13 ნოემბერი: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი, სოჭის შეხვედრის დროს
2017 წლის 13 ნოემბერი: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი, სოჭის შეხვედრის დროს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა „სრული მოცულობით აღდგენილად“ შეიძლება ჩაითვალოს. ეს შეფასება პუტინმა გამოთქვა სოჭში თურქ კოლეგასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას. რუსეთის ლიდერის თქმით, თუ 2016 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის საქონელბრუნვა 30%-ით შემცირდა, მიმდინარე წელს ორმხრივი ვაჭრობა 38%-ით არის გაზრდილი მარტო პირველი ცხრა თვის განმავლობაში. პუტინმა დასძინა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სირიის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებებით. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მკვეთრად იყო გაუარესებული 2015 წლის ნოემბრის ინციდენტის - თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიის საზღვართან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების - შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ პუტინმა და ერდოანმა გადადგეს ნაბიჯები ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მათი და ირანის ინიციატივით, ყაზახეთში გაიმართა მოლაპარაკებების მთელი სერია სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. 13 ნოემბერს სოჭში გამგზავრებამდე, ერდოანმა სტამბულში უთხრა ჟურნალისტებს, პუტინი „ჩემი ძვირფასი მეგობარი“ არისო.

XS
SM
MD
LG