Accessibility links

დმიტრი მურატოვი ტოვებს რუსეთის ავტორიტეტიან გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის პოსტს


ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი ტოვებს რუსეთის ავტორიტეტიან გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის პოსტს, რომელიც მას 1995 წლიდან უკავია. 56 წლის ჟურნალისტმა მედიაჰოლდინგ ერბეკას უთხრა, რომ აღარ აპირებს უხელმძღვანელოს გამოცემას, რომლის მთავარ რედაქტორადაც 22 წელია მუშაობს. „ნოვაია გაზეტას“ ახალი მთავარი რედაქტორის არჩევნები 17 ნოემბერს გაიმართება. კანდიდატებს შორის არის გაზეთის გენერალური დირექტორი სერგეი კოჟეუროვი. „ნოვაია გაზეტას“ პირველი ნომერი გამოვიდა 1993 წლის აპრილში - ის დააარსეს „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციიდან წასულმა ჟურნალისტებმა დიმტრი მურატოვმა, პაველ ვოშჩანოვმა, აკრამ მურთაზაევმა და დმიტრი საბოვმა. საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა 1990 წელს მიღებულ ნობელის პრემიასთან დაკავშირებული ფულადი ჯილდოს ნაწილი აჩუქა ამ გაზეთს. მურატოვის ხელმძღვანელობისას, „ნოვაია გაზეტა“, რომელიც კვირაში სამჯერ გამოდის, გახდა რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. მან ავტორიტეტი მოიპოვა კორუფციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მუშაობით. 2001 წლიდან მოყოლებული, „ნოვაია გაზეტას“ ექვსი თანამშრომელი - მათ შორის ანა პოლიტკოვსკაია - იქნა მოკლული ჟურნალისტური საქმიანობისათვის. თავად მურატოვი ჟურნალისტიკის სფეროს არაერთი პრემიის ლაურეატია. გაზეთის ამჟამინდელი ტირაჟი 190 ათასს აღწევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG