Accessibility links

საქართველოს სტუმრობენ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები


საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი და საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო დემონსტრირებაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან შვედეთი და პოლონეთი არიან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები და დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერასა და პარტნიორობის განვითარებაში. მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დღის წესრიგშია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მზადება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება. შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შიდა ქართლში, ადგილზე გაეცნობიან საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და შეხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG