Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი მოსკოვში იმყოფება


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2017 წლის 2 მაისი
ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2017 წლის 2 მაისი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი იმყოფება მოსკოვში, სადაც 14 ნოემბერს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. სააგენტო „რესი“ ბიბილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეები განიხილავენ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების საკითხებს და რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს. ამავე სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ბიბილოვისა და პუტინის წინა შეხვედრა 2017 წლის მაისში, სოჭში გაიმართა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ნოემბერს ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში შეხვდა ნაურუს პრეზიდენტს, ბარონ დივავესი ვაკას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა სამხრეთ ოსეთს დაეხმაროს საერთაშორისო კავშირების გაფართოებაში წყნარი ოკეანის რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაურუს მეგობრული ურთიერთობა აქვს.

XS
SM
MD
LG