Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის ახალმა წევრებმა უფლებამოსილების შესრულება დაიწყეს


14 ნოემბრიდან მუშაობას შეუდგნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უფლებამოსილება შეუწყდათ შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს. 13 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრად დანიშნა დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარია და განათლების და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი.

XS
SM
MD
LG