Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

14 ნოემბერს, პირველ სხდომაზე შეიკრიბა თბილისის ახალი, მეექვსე მოწვევის საკრებულო. მისმა წევრებმა 40 ხმით ერთის წინააღმდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, გიორგი ტყემალაძე. თბილისის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა წინა, მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებს. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უზრუნველყოფს, რომ თბილისის საკრებულოში ყველა პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. მისივე თქმით, უმრავლესობასთან ერთად, ოპოზიციაც ვალდებულია მოსახლეობისთვის სასარგებლო და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ. 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის 50 წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 40 წევრი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5, „ევროპულ საქართველოს“ 3 და „პატრიოტთა ალიანსს“ 2.


XS
SM
MD
LG