Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა


ავღანეთის ხელისუფალთა განცხადებით, სულ მცირე 30 პოლიციელი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ თავდასხმების შედეგად. ყანდაარის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის, მატიულა ჰელალის ინფორმაციით, გვიან ღამით ექსტრემისტები თავს დაესხნენ 15-მდე საგუშაგოს. ჰელალის ინფორმაციით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და „თალიბების“ შეიარაღებული დაპირისპირებისას, რომელიც დილამდე გაგრძელდა, მოკლულია 45 თავდამსხმელი.

XS
SM
MD
LG