Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: ყირიმში გააქტიურდა ოკუპაციის მოწინააღმდეგე თათრების დევნა


საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხელმძღვანელობამ გაააქტიურა ოკუპაციის მოწინააღმდეგე ყირიმელი თათრების დევნა. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ყირიმელი თათრების თემი და მისი მხარდამჭერები განიცდიან დევნას, მათ ემუქრებიან, უკანონოდ ჩხრეკენ მათ სახლებს, მათზე ფიზიკურად ძალადობენ, არის მათი გაუჩინარების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ აკრძალულ იქნენ ყირიმელი თათრების მედიასაშუალებები და ორგანიზაციები, რომლებიც აკრიტიკებენ ყირიმის ანექსიას. აკრძალულია, მაგალითად, მეჯლისი - ყირიმელი თათრების თვითმმართველობის ორგანო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია, უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთს მთავრობები გმობენ ანექსიის მოწინააღმდეგეთა, მათ შორის ყირიმელი თათრების დევნას საოკუპაციო ძალების მიერ.

XS
SM
MD
LG