Accessibility links

ტერეზა მეი: რუსეთი ვერ შეძლებს „დასავლეთში განხეთქილების დათესვას“


2017 წლის 13 ნოემბერი: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გამოსვლა ბანკეტზე ლონდონში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის აზრით, რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას თავისი ძალისხმევით, განხეთქილება დათესოს დასავლეთში, სადაც მოკავშირეები ერთად მუშაობენ მოსკოვიდან ჩარევასთან დასაპირისპირებლად. ლონდონის მერის ბანკეტზე ყოველწლიური მიმართვით გამოსვლისას, ტერეზა მეიმ ჩამოთვალა რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, რომლებიც „საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს“. მან ახსენა, მაგალითად, ყირიმის ანექსია, ისევე როგორც ევროპასა და შეერთებულ შტატებში კიბერთავდასხმების მეშვეობით „ინფორმაციის იარაღად“ ქცევის მცდელობა. მოსკოვი თავის სახელმწიფო მედიასაშუალებებს იყენებს გამოგონილი ამბებისა და ფოტოშოპით მანიპულირებული სურათების გასავრცელებლად, რათა განხეთქილება დათესოს დასავლეთში და ძირი გამოუთხაროს ჩვენს ინსტიტუტებსო, განაცხადა მეიმ. მისი მკაცრი კრიტიკა რუსეთის მისამართით ქმნის კონტრასტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კეთილგანწყობასთან, რომელიც მან გამოხატა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გასული კვირის ბოლოს საუბრის შემდეგ: ტრამპის თქმით, მას სჯერა პუტინის სიტყვების, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG