Accessibility links

პაკისტანში ორი ჯარისკაცი დაიღუპა ექსტრემისტებთან შეტაკებისას


პაკისტანში ორი ჯარისკაცი და, სულ ცოტა, რვა ექსტრემისტი დაიღუპნენ ავღანეთის საზღვართან შეტაკების შედეგად. პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმადაც „ტერორისტებმა ავღანეთის საზღვრიდან სცადეს პაკისტანში ბლოკპოსტებზე თავდასხმა“. პაკისტანელი სამხედროების თქმით, ავღანეთის უუნარობის გამო, გააკონტროლოს საზღვარი თავის მხარეზე, „ტერორისტებისთვის“ იოლია ასეთი იერიშების მოწყობა. ავღანეთის მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია საპასუხო განცხადება. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ინფორმაციას ინციდენტზე, რადგან რეგიონში, სადაც თავდასხმა მოეწყო - ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ბაჯაურში - უმეტეს შემთხვევაში, არ უშვებენ ჟურნალისტებს. ავღანეთი და პაკისტანი, რომელთაც 2400-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ, ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს ექსტრემისტებისთვის ხელის დაფარებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG