Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსმა“ მიაკვლია „ტროლების ფაბრიკებს“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში


"ფრიდომ ჰაუსი": ინტერნეტის თავისუფლება 2017 წელს
"ფრიდომ ჰაუსი": ინტერნეტის თავისუფლება 2017 წელს

უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, 30 ქვეყნის მთავრობები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში ნაყიდი კომენტარების მეშვეობით. მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ მომზადებულ ანგარიშში „ფრიდომ ჰაუსი“ წერს, რომ „ტროლების ფაბრიკებად“ წოდებული ორგანიზაციები მოქმედებს რუსეთსა და ჩინეთში, ისევე როგორც ბელორუსიაში, უკრაინაში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში. უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ინტერნეტში მანიპულირებული ინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების მეშვეობით, გასულ წელს გავლენა მოახდინეს არჩევნებზე 18 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. რუსეთში ინტერნეტი უკვე სამი წელია „არ არის თავისუფალი“ ცენზურისაგან და სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვებისაგან და ვითარება, ანგარიშის ავტორების შეფასებით, გაუარესდა ბოლო წლის განმავლობაში: რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა ზეწოლამ ლგბტ-აქტივისტებზე, სოციალურ ქსელ LinkedIn-ის აკრძალვამ და VPN-სერვისის დაბლოკვამ. ქვეყნებიდან, რომლებშიც"ფრიდომ ჰაუსმა" ვითარება შეისწავლა, ესტონეთი და საქართველო არიან ორად-ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც ინტერნეტი თავისუფალია. ინტერნეტის ყველაზე მკაცრად შემზღუდველ ქვეყნად რჩება ჩინეთი, ხოლო ყველაზე ნაკლები ცენზურა ესტონეთშია.

XS
SM
MD
LG