Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშით, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას ასახავს, საქართველო თავისუფალ ქვეყნად რჩება


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშით, რომელიც ასახავს მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას, გამოკვლეული ქვეყნებიდან ესტონეთი და საქართველო არიან ორად-ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც ინტერნეტი თავისუფალია. ანგარიშის მომზადებისას აკვირდებოდნენ მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა 87%-ს. მათგან 23% თავისუფლად ჩაითვალა, 28% ნაწილობრივ თავისუფლად, ხოლო 36% არათავისუფლად. ანგარიშის ავტორების შეფასებით, განვლილი წლის განმავლობაში მრავალმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა ძალისხმევა სოციალურ მედიაში ინფორმაციის მანიპულაციის მიზნით და მხოლოდ 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გაუმჯობესდა მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების მხრივ. ამასთან, საქართველო გასული წლის ანგარიშშიც თავისუფალ ქვეყნებს ეკუთვნოდა. „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, 30 ქვეყნის მთავრობები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში ნაყიდი კომენტარების მეშვეობით. ანგარიშის თანახმად, „ტროლების ფაბრიკებად“ წოდებული ორგანიზაციები მოქმედებს რუსეთსა და ჩინეთში, ისევე როგორც ბელორუსიაში, უკრაინაში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში. უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ინტერნეტში მანიპულირებული ინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების მეშვეობით, გასულ წელს გავლენა მოახდინეს არჩევნებზე 18 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

XS
SM
MD
LG