Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ამერიკის კალიფორნიის შტატის ჩრდილო-დასავლეთში, დასახლებულ პუნქტთან, რედ ბლაფთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ნახევრადავტომატური შაშხანით და პისტოლეტებით შეიარაღებულმა მამაკაცმა, გატაცებული ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა შვიდ სხვადასხვა ობიექტს, მათ შორის სკოლის შენობას. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს. მის ვინაობას სამართალდამცავები ჯერჯერობით არ ასახელებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდამსხმელი ადგილობრივი მცხოვრები იყო. ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივიც.

XS
SM
MD
LG