Accessibility links

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მუგაბე შინა პატიმრობაშია


ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში ცენტრალურ რაიონებს სამხედროები აკონტროლებენ. 2017 წლის 15 ნოემბერი

ზიმბაბვეს არმიის სამხედროებმა შინა პატიმრობაში მოათავსეს ქვეყნის პრეზიდენტი, 93 წლის რობერტ მუგაბე და მისი ცოლი, გრეის მუგაბე - ამის შესახებ სამხედროების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება ასოშიეიტედ პრესის სააგენტო. მანამდე, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, გენერალმა მოიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მუგაბე და მისი ოჯახის წევრები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. გენერალი ამტკიცებდა, რომ ზიმბაბვეში პუტჩი არ მომხდარა და სამხედროები ებრძვიან მხოლოდ პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფ დამნაშავეებს, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო. BBC-ის ინფორმაციით, ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ, „პატრიოტთა ფრონტმა“ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანა და პარტია არ ეკუთვნით მუგაბეს და მის ცოლს და ზიმბაბვეში იწყება ახალი ერა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, პრეზიდენტი მუგაბე თანამდებობის დასატოვებლად ემზადება და მას შეცვლის არა ცოლი, გრეის მუგაბე, როგორც ეს ადრე იყო ცნობილი, არამედ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა. გასულ კვირაში, პრეზიდენტმა მუგაბემ მნანგაგვა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან დაითხოვა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, კონსტანტინო ჩივენგამ განაცხადა, რომ არმია მზად არის სიტუაციაში ჩაერიოს პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად. თავის მხრივ, ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ მთავარსარდალი ღალატში დაადანაშაულა. პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან მართავს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG