Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტმა მიიღო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სადავო კანონპროექტი


2017 წლის 15 ნოემბერი: საპროტესტო აქცია ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობის მახლობლად
2017 წლის 15 ნოემბერი: საპროტესტო აქცია ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობის მახლობლად

სომხეთის პარლამენტმა მეორე, ბოლო მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ჯარში გაწვევის გადავადებაზე. 105-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 86 კანონმდებელი მიემხრო კანონპროექტს, წინააღმდეგი იყო ექვსი. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ხელს მოაწერს კანონპროექტს, რაც მას კანონად აქცევს. გასული თვის ბოლოს კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა სტუდენტების, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და საზოგადო მოღვაწეების პროტესტი. კანონპროექტით, გაწვევის გადავადების მსურველმა ყველა სტუდენტმა მამაკაცმა ხელი უნდა მოაწეროს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს, რომლითაც დათანხმდება სწავლის დასრულების შემდეგ ჯარში სამი წელი სამსახურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტს ჯარში გაიწვევენ, როცა მას 18 წელი შეუსრულდება.

XS
SM
MD
LG