Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წელს ავღანეთში 87%-ით გაიზარდა ოპიუმის წარმოება


ავღანეთში 2017 წელს 87%-ით გაიზარდა ოპიუმის წარმოება წინა წელთან შედარებით და სარეკორდო დონეს, 9000 ტონას მიაღწია. ეს მონაცემები მოპოვებულ იქნა ავღანეთში ოპიუმის წარმოების კვლევისას, რომლის შედეგებიც 15 ნოემბერს გამოაქვეყნეს ავღანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამინისტრომ და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის უწყებამ. ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის მხრივ (ოპიუმის ყაყაჩოდან ჰეროინს ამზადებენ). „დროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ავღანეთმა კვლავ პრიორიტეტად დაისახონ ნარკოტიკების კონტროლი და აღიარონ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა ამ გლობალურ პრობლემაზე“, განაცხადა გაეროს უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ფედოტოვმა კვლევის შედეგების პრეზენტეციაზე.

XS
SM
MD
LG