Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსნეფტის“ ხელმძღვანელი ისევ არ გამოცხადდა სასამართლოში ყოფილი მინისტრის საქმეზე ჩვენების მისაცემად


რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომაპანია "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი
რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომაპანია "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი, იგორ სეჩინი, ისევ არ გამოცხადდა სასამართლოში, სადაც დაბარებულია მოწმედ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის, საქმეზე ჩვენების მისაცემად. სეჩინი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. მოსამართლე ლარისა სემიონოვას გადაწყვეტილებით, ის მეორედ იქნა დაბარებული 15 ნოემბერს მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს არ გამოცხადდა სასამართლოში. მაშინ „როსნეფტის“ წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ სეჩინს არ ჰქონდა მიღებული პირველი გამოძახება. სეჩინი მნიშვნელოვანი მოწმეა ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის საქმეში. პროკურორების თანახმად, სწორედ სეჩინმა გადასცა ულიუკაევს ორი მილიონი დოლარი, რომელსაც ულიუკაევი მოითხოვდა „როსნეფტისათვის“ სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. თავად ულიუკაევი, რომელიც შარშან ნოემბერში დააკავეს „როსნეფტის“ ოფისთან, ბრალდებას უარყოფს და თავის დაკავებას მიიჩნევს პროვოკაციად სეჩინისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის მხრიდან. ის ფაქტი, რომ იგორ სეჩინი უკვე ორჯერ არ გამოცხადდა სასამართლოში, აძლიერებს საზოგადოების ინტერესს ულიუკაევის საქმისადმი.

XS
SM
MD
LG