Accessibility links

"ტაიმსი“: რუსეთი ბრექსიტზე რეფერენდუმში ჩაერია ტვიტერის მეშვეობით


ბრიტანეთის გაზეთ „ტაიმსის“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელ ტვიტერის რუსმა მომხმარებლებმა ბრექსიტის შესახებ 45 ათასამდე შეტყობინება გააგზავნეს სულ 48 საათის განმავლობაში, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე შარშანდელი რეფერენდუმის დროს. გაზეთის მონაცემებით, ტვიტერის რუსი მომხმარებლების აქტივობამ კულმინაციას მიაღწია 23 და 24 ივნისს - ანუ კენჭისყრის დღეს და რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს. ამავე გამოცემის თანახმად, უმრავლეს შემთხვევაში, ტვიტერის რუსი მომხმარებლები ბრიტანელებს მოუწოდებდნენ ბრექსიტის მხარდაჭერისაკენ. ბრიტანეთის პარლამენტში უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ტვიტერის რუსულ სეგმენტში ბრექსიტთან დაკავშირებული აქტივობა მიანიშნებს რეფერენდუმში რუსეთის ჩარევაზე. ადრე გაზეთი „ტელეგრაფი“ იუწყებოდა, რომ რუსი ჰაკერები 2016 წელს მიმართავდნენ ზომებს ბრიტანეთის მედიასაშუალებების, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ. მიმდინარე კვირაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, რუსეთი დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში და ევროპის დემოკრატიული რეჟიმებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG