Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოთხი წლის გოგო გადაურჩა ავიაკატასტროფას, რომელმაც დანარჩენი ექვსი ადამიანი შეიწირა


რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი წლის გოგო გადაურჩა ავიაკატასტროფას, რომელმაც თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმფრინავი 15 ნოემბერს ჩამოვარდა შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ხაბაროვსკის მხარეში. როგორც იუწყებიან, ბავშვს არა აქვს მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ შპორტის განცხადებით, გოგონას მშობლები არ იმყოფებოდნენ თვითმფრინავში. ბავშვი ბებიასთან მიფრინავდა მასწავლებლის თანხლებით. ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავმა ავარია განიცადა, როცა ცდილობდა დაშვებას ქალაქ ნელკანის მახლობლად მდებარე მომცრო აეროპორტზე. ნელკანი რეგიონის დედაქალაქ ხაბაროვსკის ჩრდილოეთით, 1000-მდე კილომეტრში მდებარეობს. დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა გახდა ჩეხური წარმოების ორძრავიანი თვითმფრინავის, L-410 ტურბოლეტის, ავარიის მიზეზი.

XS
SM
MD
LG