Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი აშშ-მექსიკის საზღვარს შეადარა


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოსთან საზღვარი სრულად მოეწყოს, მათ შორის საინჟინრო თვალსაზრისით. „ქართული მხარისთვის საშიშს ვერაფერს ვხედავ. არავინ ეწინააღმდეგება იმას, რომ მექსიკასა და აშშ-ს შორის ღობეები შენდება ისევე, როგორც ბევრი სხვა სახელმწიფოს საზღვარზე“ - განაცხადა ბიბილოვმა 16 ნოემბერს, ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, საზღვარს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად განამტკიცებენ. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე შეაჯამა მოსკოვში ვიზიტი, რომელიც 13-15 ნოემბერს შედგა. ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრული და პარტნიორული შეხვედრისას განიხილეს სამხრეთ ოსეთისთვის მწვავე სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკის საკითხები.

XS
SM
MD
LG