Accessibility links

ქაბულში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა დემონსტრაციის დროს მოწყობილი აფეთქების შედეგად


ქაბულში 2017 წლის 16 ნოემბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ

ქაბულში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. აფეთქება მოეწყო ავღანეთის პრეზიდენტის გავლენიანი ოპონენტის, ბალხის პროვინციის გუბერნატორის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე. თავად გუბერნატორი მოჰამად ატა ნური არ იმყოფებოდა აქციაზე აფეთქების მომენტში. როგორც ქაბულის პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, დაიღუპნენ, სულ ცოტა, ცხრა პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბალხის პროვინციის გუბერნატორი სათავეში უდგას პარტია ჯამიათ-ე ისლამის, რომლის წევრებიც, უმეტესწილად, ეთნიკური ტაჯიკები არიან. ვარაუდობენ, რომ მოჰამად ატა ნური საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს ავღანეთის პრეზიდენტის 2019 არჩევნებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG