Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერი გადადგომისაკენ მოუწოდებს პრეზიდენტ მუგაბეს


ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერის, მორგან ცვანგირაის აზრით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე უნდა გადადგეს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ცვანგირაი, რომელიც მუგაბეს მთავარი ოპონენტია, 16 ნოემბერს დაბრუნდა სამშობლოში ემიგრაციიდან. მაგრამ 93 წლის მუგაბე კვლავინდებურად აცხადებს, რომ თვითონ რჩება ზიმბაბვეს ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მუგაბე არ თანხმდება წინადადებას, რომ კათოლიკე მღვდელმა ფიდელის მუკონორიმ გასწიოს შუამავლობა სამხედრო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტის მშვიდობინად, სისხლისღვრის გარეშე გადადგომის მისაღწევად. არმია ხელისუფლებას დაეუფლა ოთხშაბათს ოპერაციის დროს, რომელიც, სამხედროების განმარტებით, მიმართულია პრეზიდენტის გარემოცვის წევრ „ბოროტმოქმედთა“ წინააღმდეგ. მუგაბე, რომელიც საკუთარ თავს აფრიკის პოლიტიკის ვეტერანს უწოდებს, უკვე 37 წელია ზიმბაბვეს სათავეში. კონტინენტზე ის პოპულარობას ინარჩუნებს, თუმცა დასავლეთში მას ცუდი სახელი აქვს - მას მიიჩნევენ დესპოტად, რომელმაც ეკონომიკის გაჩანაგებით და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძალადობის გამოყენებით დაასუსტა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სახელმწიფო.

XS
SM
MD
LG