Accessibility links

ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი“ სარეკორდო 450 მილიონ დოლარად გაიყიდა


ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე სარეკორდო 450,3 მლნ დოლარად გაიყიდა ნახატი, რომლის ავტორადაც ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევენ. „სამყაროს მხსნელი“ რუს მილიარდერს, დმიტრი რიბოლოვლევს ეკუთვნოდა, ხოლო მისი მყიდველის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ. ნახატი, რომელზეც გამოსახულია ქრისტე აღორძინების ეპოქის ტანისამოსში, შექმნილია, დაახლოებით, 1500 წელს. ის ითვლება ლეონარდოს ერთადერთ ნამუშევრად, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის. „სამყაროს მხსნელი“ დიდი ხანი იყო მიჩნეული დაკარგულად. ნახატი 2013 წელს შეიძინა რიბოლოვლევმა - მასში 127 მლნ დოლარი გადაიხადა. გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, რიბოლოვლევი მე-15 ადგილზეა რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის. მისი ქონება შეფასებულია 7,3 მილიარდ დოლარად. რიბოლოვლევი აკონტროლებს კიპროსის უდიდეს ბანკს, მასვე ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „მონაკო“.

XS
SM
MD
LG