Accessibility links

ზურაბ აბაშიძე: ნოემბერში შესაძლოა გაიმართოს შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფნის საკითხებზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე (მარცხნივ) და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი

ნოემბრის ბოლოს შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებულ საკითხებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ. 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებზე“. შეთანხმება მოჰყვა რთულ მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზაციაში რუსეთის მიღებაზე დადებული ვეტო გააუქმა იმ პირობით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაივლის „სავაჭრო დერეფნები“ და მხარეები მიიწვევენ უცხოელ შუამავლებს სავაჭრო ტვირთების გასაკონტროლებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG