Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე „შედარებით სტაბილურად“ მიიჩნიეს ადმინისტრაციულ ხაზთან შექმნილი ვითარება


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა მორიგი, 82-ე შეხვედრა ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრის მონაწილეებმა „შედარებით სტაბილურად“ შეაფასეს ადმინისტრაციულ ხაზთან შექმნილი ვითარება, თუმცა გამოთქვეს შეშფოთება ადამიანების დაკავების რამდენიმე შემთხვევისა და გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გამო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზში, რომელიც ერგნეთში 16 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 19 დეკემბერს. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ერიკ ჰოეგმა 16 ნოემბერს ისაუბრა აგრეთვე კამპანიაზე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ და ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, სამკერდე ნიშნად დაიბნიონ თეთრი ბაფთები, როგორც ქალთა მიმართ ძალადობასთან წინააღმდეგობის სიმბოლო. თეთრი ბაფთების ყოველწლიური კამპანია 25 ნოემბერს დაიწყება და 16 დღე გასტანს.

XS
SM
MD
LG