Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" ბოლო ქალაქის გათავისუფლებას იუწყება


პრემიერ-მინისტრი, ჰაიდერ ალ-აბადი ერაყის დროშას აღმართავს ექსტრემისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე
პრემიერ-მინისტრი, ჰაიდერ ალ-აბადი ერაყის დროშას აღმართავს ექსტრემისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე

ერაყის არმიამ განაცხადა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფო“ განდევნა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ რავიდან - ამის შესახებ სააგენტო როიტერი იუწყება. ერაყის არმიის გენერლის, აბდულ ამირ რაშიდის ინფორმაციით, რავა მთლიანად გაათავისუფლეს და იქ ერაყის დროშა აღმართეს. ერაყის ხელისუფალთა ინფორმაციით, რავა იყო ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო ქალაქი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს, თავის ხალიფატად გამოაცხადა ერაყის და სირიის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.

XS
SM
MD
LG