Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო


იური ლუცენკო
იური ლუცენკო

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს შესაძლო, უკანონო გამდიდრების ფაქტზე - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემას, „უკრაინსკა პრავდა“-ს აცნობა ანტიკორუფციული ბიუროს პრესმდივანმა, სვეტლანა ოლიფირამ. მისი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს კიევის სასამართლოს მიერ 30 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, რენატ კუზმინმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გამოძიება მისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო, და გამოაქვეყნა 13 ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივი აცნობებს სისხლის სამართლებრივი წარმოების დაწყებას.

XS
SM
MD
LG