Accessibility links

საპატიმროში გარდაიცვალა "კოზა ნოსტრა"-ს ყოფილი მეთაური


სალვატორე რიინა სასამართლო პროცესზე. პალერმო, 1993 წლის 8 მარტი

87 წლის ასაკში გარდაიცვალა სიცილიური მაფიის, „კოზა ნოსტრა“-ს ყოფილი მეთაური, სალვატორე რიინა. მას მეტსახელად „მხეცი“ შეარქვეს განსაკუთრებული სისასტიკის გამო. იტალიის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სალვატორე რიინა, რომელიც კიბოთი იყო ავად, 17 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ პარმის ციხის საავადმყოფოში. სალვატორე რიინა 1993 წელს გაასამართლეს ათობით მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების ინფორმაციით, რიინას კავშირი ჰქონდა 150-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორების და პოლიციელების მკვლელობასთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG