Accessibility links

სომხეთისა და აზერბაიჯანის დავა აყოვნებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის მომზადებას


სომხეთისა და აზერბაიჯანის დავა აყოვნებს მუშაობის დასრულებას ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტზე. სამიტს მომავალ კვირაში, 24 ნოემბერს უმასპინძლებს ბრიუსელი. სომხეთ-აზერბაიჯანის დავა უკავშირდება დეკლარაციის ტექსტის იმ ნაწილს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხება. ევროპელმა დიპლომატებმა, რომლებმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვეს, 16 ნოემბერს უთხრეს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ ევროკავშირს სურდა სამიტის დასკვნით დეკლარაციაში თავი აერიდებინა „აღმოსავლეთის მეგობრობის“ წევრ ქვეყნებში კონკრეტული კონფლიქტების დასახელებისათვის. შეთავაზებულ ტექსტში ეწერა: „სამიტის მონაწილეები გამოდიან მოწოდებით, განახლდეს ძალისხმევა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშესაწყობად, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე დაყრდნობით“. მაგრამ როგორც სომხეთმა, ისე აზერბაიჯანმა მოითხოვეს ტექსტის შეცვლა და წარმოადგინეს ერთმანეთისაგან განსხვავებული ვერსიები. ევროპელ დიპლომატებს არ დაუკონკრეტებიათ, რა წერია აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის სასურველ ვერსიებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG