Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ელჩი მხარდაჭერის ნიშნად ესტუმრა მოსკოვში რადიო თავისუფლების ბიუროს


რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ ჰანტსმენი, მოსკოვში რადიო თავისუფლების ბიუროში

რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ ჰანტსმენი, ესტუმრა მოსკოვში რადიო თავისუფლების ბიუროს და გამოხატა მხარდაჭერა ამერიკული მედიისადმი, რომელიც შესაძლოა დაზარალდეს რუსეთის კანონით უცხოური საინფორმაციო საშუალებების შესახებ. მისი თქმით, კანონი „დიდ შეშფოთებას“ იწვევს. როგორც ჰანტსმენმა აღნიშნა, ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებასა და დემოკრატიაში, მისი ძალისა და სიჯანსაღისათვის, უდიდესი მნიშვნელობის ფაქტორია თავისუფალი მედია. ელჩის თქმით, მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, რომ ახალი კანონით მიმართავს საპასუხო ზომას შეერთებულ შტატებში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ არტის (RT) „უცხოეთის აგენტებისთვის“ მიკუთვნების შემდეგ, რუსეთის ახალი კანონი არ შეესაბამება ამ ნაბიჯს. ჰანტსმენის განმარტებით, ვაშინგტონის მოთხოვნაა, არტიმ მას მიაწოდოს ინფორმაცია შეერთებულ შტატებში საქმიანობის ფინანსურ მხარეზე. ეს მოთხოვნა გამჭვირვალობას ემსახურება მაშინ, როცა რუსეთის შემთხვევაში მედიასაშუალების „უცხოეთის აგენტად“ შერაცხვა მისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მუშაობის გაგრძელებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG