Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტესლამ“ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ელექტრონული სატვირთო მანქანა ავტოპილოტით


კომპანია „ტესლამ“ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ელექტრონული სატვირთო მანქანა ავტოპილოტით. ილონ მასკის ახალი გამოგონების ჩვენება კალიფორნიაში გაიმართა. მასკის თქმით, ელექტროენერგიის მარაგი 40 ტონით სრულად დატვირთულ ელექტრომანქანას 800 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. წინასწარი მონაცემებით, მანქანის გაყიდვა 2020 წელს დაიწყება. ტექნიკური სიახლის ჩვენება ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ პრეზენტაცია გადაიტანეს აშშ-ში სტიქიის გამო.

XS
SM
MD
LG