Accessibility links

რუსეთმა კვლავ დაადო ვეტო სირიის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის პროექტს


რუსეთმა კვლავ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე გამოძიების შესახებ. როგორც იუწყებიან, მოსკოვის პოზიციის გამო მუშაობა შეწყვიტა ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხებზე შექმნილმა ორგანიზაციამ, რომლის მოქმედების ვადა 18 ნოემბერს ამოიწურა. რეზოლუციის პროქტი, რომლის ინიციატორი იაპონიაა, ითვალისწინებდა გაეროს ეგიდით მოქმედი გაერთიანებული საგამოძიებო მექანიზმის კიდევ 30 დღით გახანგრძლივებას. თუმცა რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში სულ მოსკოვმა 11-ჯერ დაადო ვეტო უშიშროების საბჭოში შესულ რეზოლუციებს. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაზარალებული ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფაში. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი არ სცემს პატივს მსგავსი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით შემუშავებულ საერთაშორისო ნორმების გონივრულ სტანდარტებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG