Accessibility links

რუსეთი იფიქრებს საპასუხო ზომებზე, თუ მის სპორტსმენებს არ დაუშვებენ ზამთრის ოლიმპიადაზე


რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბრაზს ვერ მალავენ იმის გამო, რომ რუსი სპორტსმენები შესაძლოა არ დაუშვან მომავალ ზამთრის ოლიმპიადაზე. რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები კი იმუქრებიან, რომ აღარ მოახდენენ თამაშების ტრანსლირებას. „რა აზრი აქვს თამაშების ჩვენებას, თუ ჩვენი სპორტსმენები არ იასპარეზებენ?“, - ამის შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა, რუსეთის ვეცე-პრემიერმა ვიტალი მუტკომ, რომელმაც საერთაშორისო სპორტის მესვეურები რუსეთის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ განცხადების ფონია, საერთაშორის ოლიმპიური კომიტეტის სამზადისი 5-7 დეკემბრის სხდომისათვის, რომელზეც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, შეძლებენ თუ არა რუსი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას. ზამთრის ოლიმპიური თამაშებს 9-დან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეა უმასპინძლებს. მანამდე მსოფლიო ანტისადოპინგო კომიტეტმა ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა 6 რუს სპორტსმენს, რომლებსაც შემოწმების დროს დოპინგის მოხმარება დაუდგინდა. WADA-ს ზოგიერთი ექსპერტები მოითხოვს, რომ ზამთრის ოლიმპიადიდან მოიხსნას რუსეთის მთელი ნაკრები. თუმცა, ამ საკითხის გარშემო აზრი ორადაა გაყოფილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG