Accessibility links

აშშ-ის ელჩი გამოესარჩლა საქართველოს სახალხო დამცველს


აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, გამოესარჩლა საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. ”მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველის ოფისი დიდ როლს თამაშობს“, - განაცხადა კელიმ. სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამისილება დეკემბერში ეწურება. ბოლო ხანს საქართველოს პროკურატურამ და სასამართლომ ნანუაშვილის დასკვნას ე.წ. "ციანიდის საქმეზე" უწოდეს "მიკერძოებული". ხოლო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში "ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი" უწოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG