Accessibility links

თურქმა მინისტრმა „ფაბრიკაცია“ უწოდა ირანის მიმართ სანქციის თაობაზე აშშ-ში აღძრულ საქმეს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა აშშ-ი „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „შეთითხნილი“ საქმის აღძვრისათვის ირანული წარმოშობის თურქი ბიზნესმენის წინააღმდეგ, რომელიც გამოძიების თანახმად დაეხმარა ირანს თავიდან აეცილებინა აშშ-ის სანქციები. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 17 ნოემბერს განუცხადა ჟურნალისტებს, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მიერ აღძრული საქმე რეზა ზარაბის, თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებული მდიდარი ბიზნესმენის წინააღმდეგ, ეფუძნება 2013 წელს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. მაშინ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად თურქმა პროკურორებმა 2013 წელს ზარაბი და მაღალჩინოსანი თურქი მოხელეები დაადანაშაულეს ირანის ხელშეწყობაში, რაც გამოიხატა ფულის გათეთრებასა და ირანიდან დიდი რაოდენობით ოქროს კონტრაბანდაში. რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ზარაბის საქმეს უწოდა პოლიტიკური მტრების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. რეზა ზარაბი შარშან დააპატიმრეს ფლორიდაში და ბრალი წაუყენეს აშშ-ის სანქციის გვერდის ავლით ირანის მთავრობის წევრებისათვის, ასობით მილიონი დოლარის ფარგლებში განხორციელებულ უკანონო ფინასური ოპერაციებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG