Accessibility links

საფრანგეთში დააპატიმრეს საქართველოს მოქალაქეთა კრიმინალური დაჯგუფება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციასთან თანამშრობლობის შედეგად, საფრანგეთში დააკავეს იქ მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და მოპარული ნივთების გაყიდვით მიღებულ თანხას უნაწილებდნენ ე.წ. ქურდულ სამყაროს. საქმე აღძრულია ძარცვის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG