Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთისა და კოალიციის სპეცრაზმმა თალიბების ციხიდან ათობით პატიმარი გაათავისუფლა


i
i

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ათობით ადამიანის გამოხსნა მოხერხდა თალიბების ციხიდან ავღანეთის სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში. არმიისა და პროვინციის ხელმძღვანელობის ცნობით, ეს მოხდა 19 ნოემბრის ღამით ავღანეთისა და საერთაშორისო ძალების სპეცრაზმის მიერ განხორციელებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად. გათავისუფლებულთა შორის ოთხი ბავშვი და ორი პოლიციის თანამშრომელია. ავღანეთის არმიის სპეციალური წარმომადგენლის აბდულ ყადირ ბაჰადურზაის თანახმად, ნავზადის ციხეში მყოფ პატიმართა უმრავლესობა თალიბანის მიერ ბრალდებული იყო მთავრობის დახმარებისა და პოლიციის რიგებში სამსახურისათვის. თალიბები კი ამტკიცებენ, რომ ციხიდან რეიდის შედეგად გათავისუფლებულ პატიმრებსჩადენილი ჰქონდათ მკვლელობა, ადმიანების გატაცება, ძარცვა და სხვა მძიმე დანაშაული.

XS
SM
MD
LG