Accessibility links

თალიბების თავდასხმას ავღანეთში ექვსი პოლიციელი შეეწირა


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით პოლიციის სულ მცირე ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და რვა დაიჭრა 19 ნოემბერს დასავლეთის ფარაჰის პროვინციისერთ-ერთ საგუშაგოზე თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ოფიციალური ინფომრაციის თანახმად შეტაკებაში მოკლეს ასევე 8 ექსტრემისტი. ამ თავდასხმის ფონია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევა, მოიგერიოს ექსტრემისტები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კოალიციური ძალების დიდმა ნაწილმა დატოვა ავღანეთის 2014 წლის შემდეგ. თვის დასაწყისში ნატოს ალიანსმა განაცხადა, რომ აპირებს 3 ათასით გაზარდოს ძალების რაოდენობა ავღანეთში, სადაც ამჯერად კოალიციის რიგებში 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG